გეგუთის N1 საჯარო სკოლიდან ღვაწლმოსილი პედაგოგები ღონისძიებით გააცილეს
12-11-2019
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გეგუთის N1 საჯარო სკოლის ღვაწლმოსილი პედაგოგები, ეთერ ბოდოკია და  ნარგიზ ხმელიძე, სკოლიდან ღონისძიებით გააცილეს.

„მასწავლებელო მასწავლებლობას გმირობად გითვლის ერი...

ეთერ ბოდოკიას -  56  და  ნარგიზ ხმელიძეს - 38 წელი აკავშირებს გეგუთის N1 საჯარო სკოლასთან. ალბათ ასობით გეგუთელის პირველი მასწავლებლები იყვნენ და ღირსეული  შთამომავლობა აღზარდეს.  მასწავლებლებმა დამსახურებული ჯილდო აირჩიეს და გადაწყვიტეს სკოლიდან წასვლა. პედკოლექტივმა ლამაზ ღონისძიებად აქცია მათი გაცილება. ბევრი თბილი სიტყვა, მოფერება, ემოცია იყო იმ დღეს, მადლობის სიტყვები მრავალწლიანი შრომისთვის, აღტაცებული და ბედნიერი სახეები....,

ადამიანი ხომ ადამიანისთვის მზეა....დაიჭირეთ ყოველი წამი ბედნიერებისა და გააზიარეთ სიყვარულად და სითბოდ...“,- ნათქვამია სკოლის წარმომადგენლის განცხადებაში.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203