შილდის N1 საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლეები კომპიუტერებით დაჯილდოვდნენ
12-11-2019

დავით ელიზბარაშვილის სახელობის ყვარლის მუნიციპალიტეტის შილდის N1 საჯარო  სკოლის მოსწავლეები წარჩინებული სწავლისთვის პროექტ „ჩემი პირველი კომპიუტერის“-ს ფარგლებში კომპიუტერებით დაჯილდოვდნენ.

სკოლა ულოცავს მოსწავლეებს და კიდევ უფრო დიდ წარმატებებს უსურვებს მომავალში.

პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამის ბენეფიციარებად განისაზღვრნენ საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომლებმაც საბაზო საფეხური (მე-7, მე-8 და მე-9 კლასები) წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანია 10 ქულა (დამრგვალების გარეშე). პროგრამის მიზანი მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლა/სწავლების მეთოდების გაძლიერებაა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203