თბილისის N62 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა 8 ნოემბერი მოფერების დღედ გამოაცხადეს
12-11-2019
თბილისის N62 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა 8 ნოემბერი მოფერების დღედ გამოაცხადეს.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, ეს დღე ლიზი ნიჟარაძემ და მეექვსე კლასის მოსწავლეებმა დააწესეს.  (კლასის დამრიგებელი მაია ჩიქვინიძეა).

მოსწავლეთა ჯგუფებს შორის გაიმართა შეჯიბრი გიორგი ლეონიძის პერსონაჟის, დეიდა მაიკოს, გასაცნობად მოსაფერებელი სიტყვების მოძიებაში.

„თბილისის N62 საჯარო სკოლა ზრუნავს მეგობრული, თბილი გარემოს შექმნაზე. ყველას გისურვებთ მზეს შინ და გარეთ“, - ნათქვამია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203