ჭიკაანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის ეზოში ლექსები წაიკითხეს
12-11-2019

ყვარლის მუნიციპალიტეტის ჭიკაანის საჯარო სკოლის V კლასის მოსწავლეებმა ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 182-ე წლისთავი აღნიშნეს.

მოსწავლეები ამ დღესთან დაკავშირებით ცნობილი მწერლის სახლ-მუზეუმში იმყოფებოდნენ.

მეხუთე კლასელები ილიას ტბასაც ესტუმრნენ.

მოსწავლეებს ქართული ენისა  და ლიტერატურის  პედაგოგი მარადი ვეფხვიაშვილი ხელმძღვანელობდა.

„ყვარელში ილია ჭავჭავაძის  დაბადებიდან 182-ე წლისთავის  აღმნიშვნელ სახალხო ზეიმის მონაწილენი გახდნენ მეხუთე  კლასის  მოსწავლეები. მათ ილიას ეზოში წაიკითხეს ლექსები, წარმოთქვეს ბრძნული  გამონათქვამები. ასევე დაათვალიერეს სახლ-მუზეუმი. შემდეგ გადავინაცვლეთ ილიას ტბაზე, სადაც  სადღესასწაულო ღონისძიებები გაგრძელდა“,- განაცხადა სკოლის წარმომადგენელმა და აღნიშნა, რომ დღე მეტად საინტერესო და ემოციური იყო.

იხილეთ ფოტოები და ვიდეო


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203