ბუშეტის საჯარო სკოლის პედაგოგმა მოსწავლეებთან წიგნის მნიშვნელობაზე ისაუბრა
12-11-2019

თელავის მუნიციპალიტეტის ბუშეტის საჯარო სკოლის მე-4 კლასში ქართული ენისა და ლიტერატური გაკვეთილი პედაგოგმა ფიქრია წიკლაურმა წიგნის მნიშვნელობის შესახებ საუბრით დაიწყო.

მასწავლებლის თხოვნით, მოსწავლეებმა ბუკლეტები დაამზადეს და სკოლის ბიბლიოთეკას უსახსოვრეს.

„ბეჯით გოგო-ბიჭებს არც ბიბლიოთეკარი ეკა მანანაძე დარჩათ ვალში და მათ წიგნის, როგორც სულიერი საუნჯის შესახებ ესაუბრა. ერთობლივი ღონისძიება შინაარსიანი და საინტერესო გამოვიდა“,-აცხადებს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203