
ქუთაისის N3 საჯარო სკოლაში კონფერენცია - „მდინარეები ნარჩენების გარეშე“ ჩატარდა.
კონფერენცია შავი ზღვის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა.
პროექტში „მდინარეები ნარჩენების გარეშე“ მოსწავლეები აქტიურად ჩაერთვნენ. მათ საზოგადოებას საკუთარი შეხედულებები გაუზიარეს.
სკოლის დირექციამ კონფერენციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს პროექტის დაგეგმვისა და განხორციელებისთვის მადლობა გადაუხადა.