
სიღნაღის მუნიციპალიტეტის ბოდბისხევის საჯარო სკოლის მოსწავლეები პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში პორტაბელური კომპიუტერებით დაჯილდოვდნენ.
სკოლის დირექცია ულოცავს წარჩინებულ მოსწავლეებს: ნინო გელაშვილს, თორნიკე ჭოტაშვილს, ნინო ელაშვილს, მარიამ ნაცვლიშვილს, ლიზი შეითნიშვილსა და გიგა გურაშვილს დამსახურებულ ჯილდოს.
მოსწავლეების დაჯილდოებაში მონაწილეობა სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი გოგილაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ ილია ხატიაშვილმა, ლაგოდეხის და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტების მერებმა-ჯონდო მდივნიშვილმა და ნიკოლოზ ჯანიაშვილმა მიიღეს.
წარჩინებულ მოსწავლეებს დაჯილდოება სიღნაღი-დედოფლისწყაროს მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი შიოლაშვილმა მიულოცა.
სიღნაღის თეატრში სიღნაღის, დედოფლისწყაროს და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტების ის მოსწავლეები დაასაჩუქრეს, რომელთაც საბაზისო საფეხური წარჩინებით დაასრულეს.
სიღნაღის მუნიციპალიტეტში პერსონალური კომპიუტერი ორმოცდაშვიდმა წარჩინებულმა მოსწავლემ მიიღო.
იხილეთ ფოტოები