
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ნინოშვილის საჯარო სკოლის კალათბურთელ გოგონათა გუნდმა სასკოლო სპორტული ოლიმპიადის რაიონულ ტურში მესამე ადგილი დაიკავა.
სკოლის დირექცია ლიზი ჩხარტიშვილს, შორენა მიქაბერიძესა და ლიკა მიქაბერიძეს, სპორტის მასწავლებელთან ერთად, ულოცავს წარმატებას და წინსვლას უსურვებს.
„ამ წარმატებას განსაკუთრებულად ის გარემოება ქმნის, რომ აღნიშნულ შედეგს მცირეკონტიგენტიანი სკოლის მეცხრე კლასის სამმა გოგონამ შემცვლელის გარეშე მიაღწიეს. მიზანდასახულ გოგონებს (ლიზი ჩხარტიშვილი, შორენა მიქაბერიძე, ლიკა მიქაბერიძე)და მათ სპორტის მასწავლებელ ვიტა გურგენაძეს სკოლა შემდგომ წარმატებებს უსურვებს“,-ნათქვამია სკოლის განცხადებაში.