თამარიანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ღვთისმშობლის წილხვდომილობის ​დღესასწაულს ღონისძიება მიუძღვნეს
12-11-2019
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, თამარიანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღესასწაულთან დაკავშირებით პედაგოგ ნინო გოგოლაძის ხელმძღვანელობით ღონისძიება ჩაატარეს.

„გული ღვთისმშობლისა ჩვენთვის ხომ უხვია“, - ასე ერქვა ღონისძიებას, რომელიც, სკოლის ინფორმაციით, „შთამბეჭდავი და ემოციური გახლდათ“. 

მოსწავლეებმა ისაუბრეს იმის შესახებ, რომ  ღვთისმშობლის წილხვედრობა, ქართული ენის ლაზარეობა, ბაგრატიონების დავიათიანობა და უფლის კვართის საქართველოში დავანება  შემთხვევითი მოვლენა არ იყო.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203