
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გორელოვკის N2 საჯარო სკოლაში მე-4 და მე-7 კლასის მოსწავლეებმა ერთად მოამზადეს პლაკატები სახელწოდებით - „კლასში ქცევის წესების ხე“.
კლასებს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მარგარიტა კიურეღიანი ხელმძღვანელობდა.
მოსწავლეებმა თანმიმდევრულად დაალაგეს, გააფერადეს და ბოლოს, ხმამაღლა წაიკითხეს ყველა წესი.
მოსწავლეებისთვის გაკვეთილი სახალისო იყო.
მასწავლებელმა ორივე კლასის მოსწავლეებს აქტიური მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა.
იხილეთ ფოტოები