თბილისის N45 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საქართველოს სხვადასხვა კუთხის კულტურა, ტრადიციები და სამზარეულო წარმოადგინეს
12-11-2019

თბილისის N45 საჯარო სკოლის III , IV , V კლასის მოსწავლეებმა, მასწავლებლებმა და მშობლებმა საქართველოს მრავალფეროვნება, მისი ბუნების, კულტურისა და ტრადიციების გაცოცხლებით წარმოადგინეს.

ღონისძიებაში - „ფერადი შემოდგომა საქართველოში“ მონაწილეობა მოსწავლეებისთვის სახალისო და საინტერესო იყო.

მოსწავლეებმა ღონისძიებაზე საქართველოს სხვადასხვა კუთხის კულტურა, ტრადიციები და სამზარეულო წარმოადგინეს. ასევე შეასრულეს ქართული ცეკვები, იმღერეს და წაიკითხეს ლექსები.

სკოლის დირექციამ და მასწავლებლებმა ღონისძიების ორგანიზატორებს და მონაწილე მოსწავლეებს დაუვიწყარი საღამოსთვის მადლობა გადაუხადეს.

„მადლობა მათ ასეთი ფერადოვანი ღონისძიებისთვის!“,- აცხადებს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203