
თბილისის N103 საჯარო სკოლის ბაზაზე არსებულმა სომხური ცეკვის ანსამბლმა „ანი“ (ცეკვა - Eternity) ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალზე „საუკეთესო ცეკვის“ ნომინაციაში II ადგილი დაიკავა.
ანსამბლმა რიგასა და პორტუგალიაში ორი საგზური მოიპოვა.
ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი - Fiestalonia Georgia 2019, რომელიც ევროპაში წამყვანი საკონკურსო კომიტეტის - Fiestalonia Mileonio-ს (ესპანეთი) მიერ დაარსებულ საერთაშორისო მნიშვნელობის კონკურსს წარმოადგენს, მიმდინარე წლის 26 ოქტომბერს დასრულდა.
იხილეთ ფოტოები