ქუთაისის N33 საჯარო სკოლაში ფესტივალი- STEM-2019  ჩატარდა
12-11-2019
ქუთაისის N33 საჯარო სკოლაში საბუნებისმეტყველო მეცნიერებების კათედრის ორგანიზებით ფესტივალი - STEM-2019 (მეცნიერება, ტექნოლოგიები, ინჟინერია, მათემატიკა)  ჩატარდა.  

ფესტივალის მუშაობაში სკოლის სამი გუნდი მონაწილეობდა : „პროტონები“, „უჯერები“ და „დინამიტი“.

ფესტივალში, ასევე, წარმოდგენილი იყო ქართულ-ამერიკული სკოლა პროგრესის გუნდი - „Apple“ და სენაკის, ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებელი სკოლა-გიმნაზიის გუნდი - "Paradox".

მოსწავლეებმა ააწყვეს წრედები, ადამიანის სხეული, კრეატიული თანამედროვე კონსტრუქციები,  პირველადი სამედიცინო დახმარება სწრაფად და კორექტულად გაუწიეს არტერიული და ვენური სისხლდენის მქონე დაზარალებულ პაციენტებს.

„NASSA-ს“ კონსტრუქტორების თხოვნით, სკოლის მოსწავლეები და სტუმრები ჩაერთნენ მარსზე დასაფრენი აპარატის მოდელის კონსტრუირების პროექტშიც. 

„რადგან მთელ მსოფლიოში ეკონომიკური კრიზისია, საფრენი აპარატი უნდა მოგვემზადებინა მცირე რაოდენობის მასალისაგან (ერთჯერადი 1 ჭიქა, 5 ბუშტი, 5 საწრუპავი, 1  A4 ფორმატის ქაღალდი და 1 მ სკოჩი). მასალის სიმცირის მიუხედავად დასაფრენი აპარატის მგზავრი - კოსმონავტი (ჩვენ შემთხვევაში უმი კვერცხი) არ უნდა დაზიანებულიყო,“ - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

შერკინების ფარგლებში გუნდებს ევალებოდათ, ინსტრუქციის მიხედვით, სწრაფად, უსაფრთხოდ და ეფექტურად ქიმიური ცდის ჩატარება.

კონკურსის მონაწილეები ჟიურიმ შეაფასა.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203