უდის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები სამცხე-ჯავახეთის მუზეუმში სასწავლო ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ
12-11-2019

იოკიმე ბალახაშვილის სახელობის ადიგენის მუნიციპალიტეტის უდის N1 საჯარო სკოლის მე-7 კლასის ისტორიის მასწავლებელმა . ჩილაშვილმა პროექტ-გაკვეთილი - „პირველყოფილთა ცხოვრებიდან დღემდე“ ჩაატარა.

პედაგოგს მოსწავლეები ჰყავდა სასწავლო ექსკურსიაზე სამცხე-ჯავახეთის მუზეუმში, სადაც მეშვიდე კლასელებმა მოინახულეს არქეოლოგოური გათხრების ნიმუშები, ეთნოგრაფიული მასალა, ნუმიზმატიკის ნიმუშები და სხვა.

სკოლის წარმომადგენლის ინფორმაციით, მოსწავლეებმა თეორიულ ცოდნასთან ერთად ვიზუალური ცოდნაც მიიღეს. პროექტ-გაკვეთილმა და ექსკურსიამ ნაყოფიერად ჩაიარა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203