დავით გურამიშვილის სახელობის, მცხეთის მუნიციპალიტეტის, საგურამოს საჯარო სკოლაში ესეების კონკურსი ჩატარდა.
კონკურსის თემა დავით გურამიშვილის შემოქმედება („ჩვენი გურამიშვილი“/„გურამიშვილი და XXI საუკუნე“) იყო.
ესეების კონკურსში მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
გამარჯვებული მოსწავლეები, ხატია ოდიშელიძე, მაიკო მექერიშვილი და ნინო თადიაშვილი „ქართუ ბანკმა“ საგურამოში დავით გურამიშვილის ძეგლის გახსნის ღონისძიებაზე ფასიანი ვაუჩერებით დააჯილდოვა.