ოზურგეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ნარჩენებით ულამაზესი ნამუშევრები შექმნეს
12-11-2019
ნოდარ დუმბაძის სახელობის ოზურგეთის N2 საჯარო სკოლის II-2 კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგ ნინო გოლიაძის ხელმძღვანელობით, საყოფაცხოვრებო ნარჩენებით ულამაზესი ნამუშევრები შექმნეს.
მოსწავლეები აქტივობაში ხალისით ჩაერთნენ გამოუსადეგარ საგნებს ახალი სიცოცხლე შესძინეს და შემოქმედებითი ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.
აქტივობის ერთ-ერთი მიზანი იყო მოსწავლეებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება.