ინჩხურის საჯარო სკოლის მეორეკლასელებმა ღონისძიება - „ბარაქიანი შემოდგომა“ გამართეს
12-11-2019
მარტვილის მუნიციპალიტეტის, ინჩხურის საჯარო სკოლაში მე-2 კლასმა ღონისძიება - „ბარაქიანი შემოდგომა“ ჩაატარა.
კლასის დამრიგებელი ია გაგუაა.
მეორეკლასელებმა საშემოდგომო ნობათი გამოფინეს და წარმოადგინეს თუ რამდენად მრავალფეროვანია შემოდგომა საქართველოში. მოსწავლეებმა ასევე თემატური ლექსები წაიკითხეს და შემოქმედებითი ნიჭი წარმოაჩინეს.