სოჩხეთის საჯარო სკოლაში ილია ჭავჭავაძის დაბადების დღესთან დაკავშირებით ქართულ ენასა და ლიტერატურაში შემაჯამებელი გაკვეთილი ჩატარდა
12-11-2019

ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოჩხეთის საჯარო სკოლაში ილია მართლის (ჭავჭავაძე) დაბადების დღესთან დაკავშირებით ქართული ენისა და ლიტერატურის შემაჯამებელი გაკვეთილი - „არდავიწყება მოყვრისა აროდეს გვიზამს ზიანსა" ჩატარდა.

საინტერესო გაკვეთილი IX კლასელებს ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა ჩაუტარა.

ქართული ენისა და ლიტერატურის შემაჯამებელი გაკვეთილისათვის მოეწყო ე.წ. საგამომცემლო სივრცე – „ახალი ივერია“. 

„მოსწავლეებმა გადაინაწილეს უფლება–მოვალეობები და  მოამზადეს კედლის გაზეთი – „სამი ღვთაებრივი საუნჯე“. 8 ნოემბერს გაიხსენეს წმინდანის ღვაწლი და საქართველოს უგვირგვინო მეფეს, ილია  ჭავჭავაძის ხსოვნას, პატივი მიაგეს“,-აცხადებს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203