
საჩხერის მუნიციპალიტეტის ორღულის საჯარო სკოლის VI კლასში პროექტი - „მათემატიკა შემოდგომაზე“ განხორციელდა.
პროექტს პედაგოგი მელანია ჩხიტუნიძე ხელმძღვანელობდა.
მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ პროექტში. მათ მასწავლებლის მითითებები ზედმიწევნით შეასრულეს.
მეექვსეკლასელებმა აღნიშნეს, რომ პროექტში მონაწილეობა სახალისო და საინტერესო იყო.
მასწავლებელმა დასახულ მიზანს მიაღწია.