ჯაბნიძეების საჯარო სკოლის ორმა მასწავლებელმა სტატუსი აიმაღლა
12-11-2019

შუახევის მუნიციპალიტეტის ჯაბნიძეების საჯარო სკოლის ორმა მასწავლებელმა სტატუსი აიმაღლა.

ინგლისური ენის მასწავლებელი მიხეილ მუკუტაძე და მათემატიკის მასწავლებელი შოთა ზოსიძე უფროსი მასწავლებლები გახდნენ.

დირექცია ულოცავს მასწავლებლებს დამსახურებულ სტატუსს და წარმატებებს უსურვებს.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები 4 კატეგორიად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.

იხილეთ ფოტო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203