წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები ლადო ასათიანის სახლ-მუზეუმს ესტუმრნენ
12-11-2019
ოტია იოსელიანის სახელობის, წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის VIII და IX კლასის მოსწავლეები ბარდნალაში, ლადო ასათიანის სახლ-მუზეუმში იმყოფებოდნენ.

VIII კლასის ხელმძღვანელი - ინგა არაბიძე, ხოლო IX კლასის ხელმძღვანელი ნატო ჯოხაძეა.

მოსწავლეებმა სასკოლო პროექტის - „ჩვენებურების“ ფარგლებში მასწავლებლის, ქეთევან კუჭავას, ხელმძღვანელობით ქართულ ენასა და ლიტერატურაში გასვლითი, არასტანდარტული ერთობლივი გაკვეთილი ჩაატარეს.

მათ საფუძვლიანად განიხილეს ლადო ასათიანის შემოქმედება, ისაუბრეს პოეტის ბიოგრაფიის მნიშვნელოვან დეტალებზე.

მერვე კლასის მოსწავლეებმა, მარიამ გოდოლაძემ და ანა კუჭავამ  ლადო ასათიანის თავიანთი ხელით შექმნილი პორტრეტებიც წარმოადგინეს.

გაკვეთილის შემდეგ ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლების მიზნით მოსწავლეები ქულბაქში მწვანე ტბას ესტუმრნენ, სადაც მათ სლოგანით „მწვანე ქალაქიდან - მწვანე ტბაზე" ბუნების დაცვასა და მოვლაზე ისაუბრეს.

იხილეთ ფოტოები და ვიდეო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203