ორბელის საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლეები კომპიუტერებით დაჯილდოვდნენ
12-11-2019

ცაგერის მუნიციპალიტეტის, ორბელის საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლეები პროექტის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში პორტაბელური კომპიუტერებით დაჯილდოვდნენ.

კომპიუტერები საბაზო საფეხურის წარჩინებით დასრულებისთვის ცაგერისა და ლენტეხის მე-10 კლასის მოსწავლეებს 24 ოქტომბერს გადაეცათ.

სკოლა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მოსწავლეთა დაჯილდოებისთვის მადლობას უხდის. 

„მადლობა სამინისტროს მათი გახარებისთვის, შრომის შეფასებისა და მოტივაციის გაზრდისათვის. დაე, გაზრდილიყოს წარჩინებულთა რაოდენობა!“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამის ბენეფიციარებად განისაზღვრნენ საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომლებმაც საბაზო საფეხური (მე-7, მე-8 და მე-9 კლასები) წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანია 10 ქულა (დამრგვალების გარეშე).

პროგრამის მიზანი მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლა/სწავლების მეთოდების გაძლიერებაა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203