წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კვირეული გაიხსნა
12-11-2019
ოტია იოსელიანის სახელობის, წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში VI კლასის მოსწავლეებმა საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კვირეული გახსნეს.

კლასის დამრიგებელი ლელა მანდარიაა.

ბუნებისმეტყველების მასწავლებელმა, დალი სილაგაძემ და ისტ-ის მასწავლებელმა, ინგა არაბიძემ, ერთობლივად დაგეგმეს კონკურსი - „ცოდნა ბედნიერებაა“.

ხუთმა მოსწავლემ - დავით ჯანელიძემ, ლილე ბენდელიანმა, ნიკოლოზ კიკვიძემ, ჯულიანა კუბლაშვილმა და ლევან ბენიძემ კონკურსის ფარგლებში წარმატებითა და მთელი სერიოზულობით ითამაშეს.

როგორც სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, „მათ ბუნებისმეტყველებაში ცოდნა და უნარ-ჩვევები გამოიყენეს, დაამტკიცეს, რომ ცოდნა მართლაც ბედნიერებაა“.

კვირეულის გახსნას ესწრებოდნენ სკოლის დირექტორი და საბუნებისმეტყველო კათედრის პედაგოგები.

ამავე დღეს ეკო-კლუბ „ნიამორის“ ხელმძღვანელობით შეგროვილი მაკულატურა ჩააბარეს, რითიც ხაზი გაუსვეს მათი მოქალაქეობრივი ცნობიერების მაღალ დონეს, რომ აღნიშნული საქმიანობით ხელს შეუწყობენ ტყის გადარჩენას.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203