წყალაფორეთის საჯარო სკოლაში ინგლისური ენის წრის მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს
11-11-2019

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის წყალაფორეთის საჯარო სკოლაში 2019-2020 სასწავლო წლის პირველ სემესტრში ინგლისური ენის წრის - „ჩვენ გვიყვარს ინგლისური ენა“  მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს.

წრეს ინგლისური ენის პედაგოგი ნანა კალანდაძე ხელმძღვანელობს.

სკოლის წარმომადგენლის ცნობით, ინგლისური ენის წრის მუშაობის მიზანია მოსწავლეთა ცოდნის დონის ამაღლება სწავლების ოთხივე კომპონენტში (წერა, კითხვა, ლაპარაკი, მოსმენა); ინგლისური ენის პრაქტიკაში გამოყენება; ასევე გრამატიკული და ლექსიკური ცოდნის შეძენა-გაღრმავება.

წრეზე მიწვეულია ყველა დაინტერესებული III და IV კლასელი და მათი მშობლები.

წრეში დარეგისტრირებულ მსურველ მოსწავლეებს და მათ მშობლებს გაეცნო წრის მუშაობის მიზანი, შეხვედრების განრიგი და წრის მუშაობის განმავლობაში სამუშაო პროგრამა.

მოსწავლეები ხალისითა და დიდი ინტერესით ჩაერთვნენ ინგლისური ენის საწრეო მუშაობაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203