ნაგებერაოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სოციალური პროექტი განახორციელეს
11-11-2019

მარტვილის მუნიციპალიტეტის ნაგებერაოს საჯარო სკოლის X და XII კლასის მოსწავლეებმა ბაბილინა გოგინავას ხელმძღვანელობით, სოციალური პროექტი განახორციელეს.

პროექტის ფარგლებში, მოსწავლეები სოფლის სოციალურად დაუცველ მარტოხელა ხანდაზმულ ლეილა ძაგანიას დაეხმარნენ.

„პროექტის მიზანია მოსწავლეებმა გააცნობიერონ თავიანთი პასუხისმგებლობა და მცირე წვლილი შეიტანონ სოციალურად დაუცველების პრობლემების მოგვარებაში.

პროექტის მონაწილეები მადლობას უხდიან დახმარებისთვის სოფლის მკვიდრს ალმასხან დანელიას და პატივისცემას გამოხატავენ სოფლის ღვაწლმოსილი საზოგადო მოღვაწის ინდიკო ძაგანიას მიმართ“, - ნათქვამია ნაგებერაოს საჯარო სკოლის მიერ etaloni.ge-სთვის გამოგზავნილ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203