ალერტკარის საჯარო სკოლაში ჰელოუინს ინგლისურენოვანი ღონისძიება მიუძღვნეს
11-11-2019

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ალერტკარის საჯარო სკოლის III კლასში კლასის დამრიგებელმა ნინო ჭანიამ მოსწავლეებთან ერთად ჩაატარა ინგლისურენოვანი ღონისძიება  „Happy Halloween".

მოსწავლეებმა, ღონისძიების ფარგლებში, უყურეს ინგლისურენოვან ანიმაციურ ფილმს, რომელიც დაკავშირებული იყო Halloween-ის დღესასწაულთან.

მოსწავლეებმა გაიმდიდრეს ლექსიკური მარაგი, იმღერეს და  იცეკვეს.

გარდა ამისა, მასწავლებლის დახმარებით მოსწავლეებმა ითამაშეს „იდუმალი ყუთი" და გამოავლინეს სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, კიდევ ერთი დასამახსოვრებელი დღე ჩაიწერეს ბავშვებმა თავიანთ სასკოლო ცხოვრებაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203