
თამაზ მელიქიძის სახელობის ახალქალაქის მუნიციპალიტეტის კოთელიის საჯარო სკოლის V-VI-VII-VIII კლასის მოსწავლეები ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ გამოკითხვაში მონაწილეობდნენ.
ბავშვები ინტერესით ჩაერთნენ კითხვარის შევსებაში.
„კოთელიის საჯარო სკოლაში მასწავლებლის ნ.მარტინენკოს ხელმძღვანელობით, წარმატებით ხორციელდება ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ პროექტი.
მას შემდეგ, რაც რამდენიმე მოსწავლე ბოლო გაკვეთილებზე ცუდად გახდა, გადავწყვიტე ჩამეტარებინა გამოკითხვა - საუზმობდნენ თუ არა დილით და როგორი რეჟიმით ცხოვრობდნენ და ა.შ.
პროექტში V-VI-VII-VIII კლასის მოსწავლეების ჩაბმა გადავწყვიტე. ვესაუბრე მოსწავლეებს, ასევე მათ მშობლებს. სხვადასხვა თემატიკაზე ანიმაციური და შემეცნებითი ფილმებიც ვაჩვენე“,-ნათქვამია კოთელიის საჯარო სკოლის მიერ etaloni.ge-სთვის გამოგზავნილ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები