საგარეჯოს N2 საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლეები კომპიუტერებით დაჯილდოვდნენ
11-11-2019

ნუგზარ ჭანტურიას სახელობის საგარეჯოს N2 საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლეები პროექტის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში ლეპტოპებით დაჯილდოვდნენ.

სკოლა ულოცავს მოსწავლეებს: საბა მათიაშვილს, ლუკა გურჯიძეს, ნათია მამისაშვილს, ანნა შიოშვილს, თინათინ ბეჟიტაშვილსა და მარიამ ესაიაშვილს დამსახურებულ ჯილდოს. 

„ბავშვებო გილოცავთ წარმატებას ცხოვრების ამ ეტაპზე და გისურვებთ ბედნიერ და ნათელ მომავალს“,- ნათქვამია სკოლის განცხადებაში.

პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამის ბენეფიციარებად განისაზღვრნენ საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომლებმაც საბაზო საფეხური (მე-7, მე-8 და მე-9 კლასები) წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანია 10 ქულა (დამრგვალების გარეშე).

პროგრამის მიზანი მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლა/სწავლების მეთოდების გაძლიერებაა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203