
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გუბისწყლის საჯარო სკოლის IV კლასში მუსიკაში საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებით დატვირთული შიდა დაკვირვების გაკვეთილი ჩატარდა.
სასწავლო პროცესს მასწავლებელი მარინა ომანაძე ხელმძღვანელობდა.
სკოლის წარმომადგენლის ცნობით, მოსწავლეთა ჩართულობა მთელი გაკვეთილის განმავლობაში გრძელდებოდა. საკლასო გარემო მასწავლებელსა და მოსწავლეებს შორის იყო კეთილგანწყობილი. მასწავლებელმა გაკვეთილის გეგმით დასახულ მიზანს მიაღწია.
შიდა საგაკვეთილო დაკვირვება, კრედიტქულებით შესაფასებელი ერთ-ერთი სავალდებულო აქტივობაა, რომელიც გაკვეთილის შეფასების სტანდარტიზებულ რუბრიკაზე დაყრდნობით უნდა განხორციელდეს.
იხილეთ ფოტოები