
მარტვილის მუნიციპალიტეტის ინჩხურის საჯარო სკოლაში მასწავლებლის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება „მასწავლებელი შუქი სულისა“ ჩატარდა.
მოსწავლეებმა სიხარულით გამოთქვეს ღონისძიებაში მონაწილეობის სურვილი.
სკოლის აღსაზრდელებმა მასწავლებლებს მიუძღვნეს ლექსები, შეასრულეს სიმღერები. მათ ასევე იცეკვეს და დადგეს სპექტაკლები.
მასწავლებლებმა მოსწავლეებს დაუვიწყარი საღამოსთვის მადლობა გადაუხადეს.
იხილეთ ფოტოები