
თემურ ბოკუჩავას სახელობის აფხაზეთის N7 საჯარო სკოლის მე-4 კლასში პროექტი - „ოქროსფერი შეოდგომა“ განხორციელდა.
პროექტს კლასის დამრიგებელი დალი ეჯიბია ხელმძღვანელობდა.
მოსწავლეებმა თემის შესაბამისად საკლასო ოთახი და დერეფანი აპლიკაციებით მორთეს. ასევე მოაწყეს შემოდგომის კუთხე.
მე-4 კლასელები აქტიურად ჩაერთვნენ პროექტში. მათთვის საშემოდგომო დეკორაციების მომზადება და სკოლის გალამაზება სასიამოვნო იყო.
მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ ეს დღე მათთვის სახალისო და დაუვიწყარი იყო.
იხილეთ ფოტოები