მარტყოფის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ღონისძიება - „შემოდგომა მოვიდა“ გამართეს
11-11-2019
გარდაბნის მუნიციპალიტეტის, მარტყოფის N2 საჯარო სკოლის I ა კლასის მოსწავლეებმა ღონისძიება - „შემოდგომა მოვიდა“ ჩაატარეს.
ღონისძიებას კლასის დამრიგებელი, თამარ ზაზუნიშვილი და მუსიკის მასწავლებელი, ინგა ფრეწუაშვილი, ხელმძღვანელობდნენ.
ღონისძიების გაფორმებაში აქტიურად მონაწილეობდნენ მოსწავლეების მშობლებიც.
„შემოდგომა მოვიდას“ მიზანი საშემოდგომო განწყობის შექმნა და მოსწავლეებში საკუთარი თავის წარმოჩენის უნარის განვითარება იყო.
მოსწავლეებმა შეასრულეს სხვადასხვა მუსიკალური ნომერი, წაიკითხეს ლექსები, წარმოაჩინეს საკუთარი შესაძლებლობები და დამსწრე საზოგადოებას სასიამოვნო სანახაობა აჩვენეს.
დირექციამ ღონისძიებაში მონაწილე მოსწავლეებსა და მათ ხელმძღვანელებს დაუვიწყარი დღისთვის მადლობა გადაუხადა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს