ქუთაისის N21 საჯარო სკოლის მოსწავლეები ნიკო ლორთქიფანიძისა და ოტია იოსელიანის სახლ-მუზეუმებში იმყოფებოდნენ
11-11-2019

ქუთაისის  N21 საჯარო სკოლის IXგ კლასის დამრიგებელმა  ე.თაგვაძემ და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა   ე.კაკაბაძემ მოსწავლეებთან ერთად დაგეგმეს და განახორციელეს  შემეცნებითი ექსკურსია ნიკო ლორთქიფანიძის სახლ-მუზეუმში, სადაც წარმოადგინეს ლიტერატურული კომპოზიცია - ,,ნიკო ლორთქიფანიძე-ბუნებით ბატონი“.

მოსწავლეებმა ექსკურსიის ფარგლებში მოინახულეს ოტია იოსელიანის სახლ-მუზეუმიც.

ლიტერატურულ კომპოზიციაში მოსწავლეებმა წარმოადგინეს ნიკო ლორთქიფანიძის ბიოგრაფიიდან მნიშვნელოვანი და ნაკლებადცნობილი ეპიზოდები, ხაზი გაუსვეს ,,ბუნებით ბატონის“ და ,,დენდის“ იშვიათ ნატურას, მის განსაკუთრებულ სახასიათო შტრიხებს, ასევე გააცოცხლეს ნიკო ლორთქიფანიძის შემოქმედებიდან რამდენიმე მინიატურა:

,,გული“, რომელიც ქორალური იმპროვიზაციითა და მაღალი ექსპრესიით წარმოადგინეს, მინიატურაში  ,,იყიდება საქართველო“ პატრიოტული განწყობა და შემართება გამოკვეთეს. ხოლო სოციალური ხასიათი, ადამიანთა მრავლისმეტყველი ბუნება გააცოცხლეს მინი სპექტაკლით ,,ტრაგედია უგმიროთ“,-აცხადებს სკოლის წარმომადგენელი და აღნიშნავს, რომ მსგავსი ღონისძიებები არაფორმალურ გარემოში  აუცილებელია მოსწავლეთა მრავალფეროვანი უნარების გამოსავლენად.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203