წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში „ტოლერანტობის“ კვირეულის ფარგლებში კლასის საათი ჩატარდა
11-11-2019
ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის VIII კლასში „ტოლერანტობის“ კვირეულის ფარგლებში ამავე თემაზე კლასის საათი ჩატარდა.

კლასის დამრიგებელი თამილა თუთბერიძეა.

კლასის საათზე გრეტა დვალიშვილმა, ლიზი ჯომიდავამ, დავით ჩიხლაძემ, მარიამ ვეფხვაძემ პლაკატებთან ერთად  ძალიან საინტერესო პრეზენტაციები წარმოადგინეს.

მწვავე პოლემიკა გამოიწვია კითხვამ - „არის თუ არა საქართველო ტოლერანტული ქვეყანა“?

საუბარში ჩაერთვნენ გოგა ბობოხიძე, რომან ქაშიბაძე, ვახტანგ გეგელია და დავით ჯანელიძე.

დასასრულს აჩვენეს დოკუმენტური ფილმი, რამაც მოსწავლეთა დიდი დაინტერესება გამოიწვია.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203