საძელის საჯარო სკოლის ვაჟთა გუნდმა ფრენბურთის შეჯიბრში პირველი ადგილი დაიკავა
11-11-2019

სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2020“ -ის ფარგლებში, ახალციხის სასპორტო სკოლაში საჯარო სკოლების მოსწავლეები, გოგონები და ვაჟები ერთმანეთს ფრენბურთში შეეჯიბრნენ.

ვაჟებში პირველ ადგილზე ახალციხის მუნიციპალიტეტის, საძელის სკოლის გუნდი გავიდა, მეორე ადგილი ვალის №1 სკოლის გუნდმა დაიკავა. რაც შეეხება გოგონებს, პირველი ადგილი ანის სკოლამ დაიკავა, მეორე ადგილი ახალციხის №3 სკოლის გუნდს ხვდა წილად.

გამარჯვებული გუნდები ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ სიგელებით, თასებითა და მედლებით დააჯილდოვა.

„სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2020“ -ის მუნიციპალური თამაშები გაიმართება აგრეთვე კალათბურთში, მაგიდის ჩოგბურთში და ბადმინტონში.

გამარჯვებული გუნდები რეგიონულ და ზონალურ თამაშებში მიიღებენ მონაწილეობას, რის შემდეგაც საქართველოს პირველობისათვის იბრძოლებენ.

 იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203