მასწავლებლობის მსურველთა რიცხვი გაორმაგებულია - სოფიო გორგოძე სტატისტიკაზე
12-11-2019

ბოლო წლებთან შედარებით, მასწავლებლის პროფესიაში შესვლის მსურველთა რაოდენობა გაორმაგებულია - ეს ინფორმაცია  ჟურნალისტებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფიო გორგოძემ მიაწოდა. 

გორგოძის განმარტებით, აღნიშნულ სტატისტიკას ის მასწავლებელთა კომპეტენციის დასადასტურებელ გამოცდებზე დარეგისტრირებული აპლიკანტების რიცხვზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ზაფხულთან შედარებით გაზრდილია პროფესიაში შესვლის მსურველთა რიცხვი. თუ 2017 წლის შევადარებთ მასწავლებლობის მსურველების რაოდენობა გაორმაგებულია, რაც ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვანი სტატისტიკაა“, - განაცხადა სოფიო გორგოძემ. 

შეგახსენებთ, რომ ნოემბერში ორგანიზებულ მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების გამოცდებზე დარეგისტრირებული 2600 -ზე მეტი აპლიკანტიდან 11 ათასზე მეტი მასწავლებლობის მსურველი იყო.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203