ლესიჭინეს თემის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ესსეების კონკურსზე წარმატებას მიაღწიეს
11-11-2019

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის, ლესიჭინეს თემის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ზუგდიდში, თემაზე - ნატო და საქართველო“ გამართულ ესსეების კონკურსზე წარმატებას მიაღწიეს. 

მეთერთმეტე კლასის მოსწავლემ დავით შენგელიამ მეორე საპრიზო ადგილი დაიაკვა, გიორგი შენგელია კი წარმატებულ მონაწილედ დასახელდა. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, სკოლა მოსწავლეებით ამაყობს.

„კიდევ ერთი წარმატებული დღე სკოლის ცხოვრებაში. ზუგდიდში გამართულ ესსეების კონკურსზე, რომლის თემა იყო - „ნატო და საქართველო“ მეორე საპრიზო ადგილი ხვდა წილად მეთერთმეტე კლასის მოსწავლის დავით შენგელიას ესსეს, გიორგი შენგელია კი აღიარებულ იქნა წარმატებულ მონაწილედ. გილოცავთ წარმატებას. ვამაყობთ თქვენით“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203