ნამაშევის საჯარო სკოლაში სოციალური პროექტი „ჯანსაღი ცხოვრების წესი“ განხორციელდა
11-11-2019

ხონის მუნიციპალიტეტის ნამაშევის საჯარო სკოლაში სპორტის მასწავლებლის, გურამ ჩანქსელიანის ორგანიზებით, სოციალური პროექტი - „ჯანსაღი ცხოვრების წესი“ განხორციელდა.

პროექტის მიზანი იყო მოსწავლეებსა და თემში ცნობიერების ამაღლება ჯანმრთელობისთვის ცხოვრების ჯანსაღი წესის მნიშვნელობაზე, ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია, მოსწავლეებში ინფორმაციის მოძიების, კომუნიკაციის, თანამშრომლობის, ანალიტიკური, კრიტიკული, შემოქმედებითი, პრეზენტაციისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენების უნარების განვითარება.

მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია, დაამზადეს საინფორმაციო ბუკლეტები და გაავრცელეს თემში. ჩატარდა სხვადასხვა სახის სპორტული ღონისძიებები.

პროექტის ფარგლებში ჩატარდა პოსტერების კონკურსი: „იცხოვრე ჯანსაღად“ და ესეების კონკურსი თემაზე „ჯანსაღი მომავლისთვის“.

გამარჯვებულ მოსწავლეებს გადაეცათ სიგელები.

ასევე მოეწყო  ფილმის ჩვენება  „პირადი ექიმი მარი მალაზონია „ჯანსაღი ცხოვრების წესი“ და გაიმართა დისკუსია. მოსწავლეებმა წარმოადგინეს პროექტის პრეზენტაცია ,,არა მავნე ჩვევებს!“

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203