შუახევის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შემოდგომას ღონისძიება მიუძღვნეს
11-11-2019

დუშეთის მუნიციპალიტეტის შუახევის საჯარო სკოლაში ხელოვნების მასწავლებლის ორგანიზებით შემოდგომის ზეიმი ჩატარდა.

შემოდგომისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში დაწყებითი კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

მოსწავლეებმა ფოთლებით, ფერადი ქაღალებით, ხილითა და შემოდგომის ნობათით გაალამაზეს საკლასო ოთახი.  

ღონისძიების მონაწილეებმა, პედაგოგთან ერთად, ასევე ამოავლეს ჩურჩხელები და დაპატიჟეს ღვაწლმოსილი, პენსიაში გასული პედაგოგებიც.

„ძალიან ლამაზი და თბილი დღე გამოვიდა, რაშიც კარგმა ამინდმაც შეგვიწყო ხელი“,-აცხადებს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203