გლოლის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, სოციალური პროექტის ფარგლებში, ბაღის აღსაზრდელებს სასაუბრო ინგლისური ასწავლეს
11-11-2019

ონის მუნიციპალიტეტის გლოლის საჯარო სკოლაში სოციალური პროექტი  - English is fun ჩატარდა.

პროექტში III კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. მათ მასწავლებელი მერი ბარდაველიძე ხელმძღვანელობდა.

„პროექტის მიზანი იყო, სკოლის მოსწავლეების მიერ ბაღის აღსაზრდელებისთვის ელემენტარული სასაუბრო ინგლისური ენის სწავლება, ასევე მოსწავლეებსა და ბაღის აღსაზრდელებს შორის მეგობრული გარემოს შექმნა, რაც ხელს შეუწყობს მოზარდებში სოციალური უნარ-ჩვევების განვითარებას, საგნის მიმართ მოტივაციის ამაღლებას“,-განაცხადა სკოლის წარმომადგენელმა და აღნიშნა, რომ პროექტი წარმატებით განხორციელდა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...