შემოქმედის საჯარო სკოლაში „მე და საზოგადოების“ გაკვეთილი ცხოველთა უფლებებს მიეძღვნა
11-11-2019

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, შემოქმედის საჯარო სკოლის მესამე კლასის მოსწავლეებმა საგნის - „მე და საზოგადოების“ გაკვეთილი ცხოველთა უფლებების თემას მიუძღვნეს.

„ჩემი სახლის ბინადრები“ - ასე ერქვა გაკვეთილს, რომელიც ბავშვებს ღია ცის ქვეშ ჩაუტარდათ.

„კეთილი ადამიანი არასდროს გააგდებს სახლიდან შინაურ ცხოველს“, - ეს იყო მოსწავლეების მთავარი გზავნილი.

მესამე კლასის პედაგოგი ნინო დუმბაძეა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...