საგურამოს საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლეები კომპიუტერებით დაჯილდოვდნენ
11-11-2019
მცხეთის მუნიციპალიტეტის, საგურამოს საჯარო სკოლა  მაიკო მექერიშვილს, მარიამ მაჭარაშვილს, გოგა გოგიძეს და ეკა ყარაშვილს „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში სტანდარტული პორტაბელური კომპიუტერებით დაჯილდოებას ულოცავს. 

სკოლა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მადლობას უხდის.

„ჩემი პირველი კომპიუტერი“ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს პროექტია, რომელიც 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამის ბენეფიციარებად განისაზღვრნენ საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომლებმაც საბაზო საფეხური (მე-7, მე-8 და მე-9 კლასები) წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანია 10 ქულა (დამრგვალების გარეშე). პროგრამის მიზანი მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლა/სწავლების მეთოდების გაძლიერებაა.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...