განჯალის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა თემაზე - „სკოლის ცხოვრება“ პროექტი განახორციელეს
11-11-2019

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის განჯალის საჯარო სკოლის ინგლისური ენის პედაგოგმა ნათია ქართველიშვილმა VII-ა  კლასში განახორციელა პროექტი თემაზე: „სკოლის ცხოვრება.

სკოლის წარმომადგენლის ინფორმაციით, პროექტის მსვლელობა მიმდინარეობდა ჯგუფებში, მოსწავლეებმა დაამზადეს ბუკლეტები და კედლის გაზეთი.

პროექტის დასასრულს  მოსწავლეებმა აღნიშნულ თემაზე პრეზენტაცია წარადგინეს.

„ისინი აცნობიერებენ, რომ მათი სკოლა არ წარმოადგენს ადგილს, სადაც მხოლოდ განათლებას იღებენ, არამედ სკოლა ადგილია, სადაც მათ ცხოვრება უწევთ.

მოსწავლეებმა დაგეგმეს ამ „საცხოვრებელ ტერიტორიაზე“ პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება (ეკოლოგიური თვალსაზრისით)“,-ნათქვამია სკოლის განცხადებაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...