ოზურგეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა თემაზე - „ასურეთის ომები და სამხედრო მიღწევები“ პრეზენტაცია ჩაატარეს
11-11-2019
ნოდარ დუმბაძის სახელობის ოზურგეთის N2 საჯარო სკოლის VIII- 1 კლასის მოსწავლეებმა ისტორიაში თემაზე - „ასურეთის ომები და სამხედრო მიღწევები“ პრეზენტაცია „სპეცეფექტებით“ ჩაატარეს. 

სასწავლო პროცესს პედაგოგი მარიამ არეშიძე ხელმძღვანელობდა. 

მოსწავლეებმა აქტივობის ფარგლებში საბრძოლო იარაღები დაამზადეს და წარმოადგინეს. სკოლის აღსაზრდელებმა პრეზენტაცია საუკეთესოდ ჩაატარეს და ცოდნა და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...