დაბა ნარუჯის საჯარო სკოლის მოსწავლეები „ევროპის მემკვიდრეობის დღეების“ ფარგლებში გამართულ ღონისძიებებზე იმყოფებოდნენ
11-11-2019

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნარუჯის საჯარო სკოლის მოსწავლეები „ევროპის მემკვიდრეობის დღეების“ ფარგლებში გამართულ ღონისძიებებზე იმყოფებოდნენ.

ოზურგეთში „ევროპის მემკვიდრეობის დღეები 2019“ კულტურული ღონისძიებებით აღინიშნა. ღონისძიების ფარგლებში, გაიმართა შემეცნებით-გასართობი აქტივობები.

ღონისძიება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახურის - კულტურის განყოფილებისა და „კულტურის და მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრის“ ორგანიზებით, კულტურისა და დასვენების პარკში მოეწყო.

ევროპის მემკვიდრეობის დღეები ყოველი წლის შემოდგომაზე, აღინიშნება და ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებულ ღონისძიებათა ერთობლიობას წარმოადგენს.

„ევროპის მემკვიდრეობის დღეებში“ ევროპის კულტურული კონვენციის ხელმომწერი 50 ქვეყანა მონაწილეობს. ყოველწლიურად პროგრამის ფარგლებში ორგანიზებული აქტივობები ევროპის საბჭოს მიერ შერჩეულ სხვადასხვა თემას ეძღვნება.

იხილეთ ფოოტები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...