თბილისის N61 საჯარო სკოლის მოსწავლეებს მათემატიკის გაკვეთილი ღია ცის ქვეშ ჩაუტარდათ
11-11-2019

თბილისის N61 საჯარო სკოლის მოსწავლეებს მათემატიკის  გაკვეთილი ღია ცის ქვეშ ჩაუტარდათ. V კლასელებმა სკოლის ეზოს ფართობი და პერიმეტრი გაზომეს.

მოსწავლეებისთვის ღია ცის ქვეშ ჩატარებული გაკვეთილი საინტერესო და სახალისო იყო.

„ბავშვებს ძალიან უყვართ ხალისიანი  და შემოქმედებითი გაკვეთილები. თუ გინდა, შედეგს მალე მიაღწიო, სასურველია, მისცე მოსწავლეებს შემოქმედებითი თავისუფლება. ამ პრინციპით იხელმძღვანელა მათემატიკის მასწავლებელმა მარინა ხუციშვილმა, როცა მეხუთე კლასელებს შესთავაზა, გაეზომათ სკოლის ეზოს  ფართობი და პერიმეტრი.

გაკვეთილი ჩატარდა ღია ცის ქვეშ, მოსწავლეებს მომარაგებული ჰქონდათ საზომები, დაიყვნენ ჯგუფებად და გაზომეს სკოლის ეზოს სიგრძე-სიგანე და შემდეგ დაითვალეს ფართობი და პერიმეტრი“,-აცხადებს სკოლის წარმომადგენელი.

მისივე თქმით, გაკვეთილი ძალიან ხალისიანი და საინტერესო იყო, მოსწავლეებს კარგად დაამახსოვრდათ ფართობისა და პერიმეტრის გამოთვლის წესები.  

 იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203