ართანის საჯარო სკოლაში მასწავლებლის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
11-11-2019
თელავის მუნიციპალიტეტის, ართანის საჯარო სკოლაში მასწავლებლის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა, რომელშიც სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები მონაწილეობდნენ.
ღონისძიებაზე მოწვეულნი იყვნენ ის ღვაწლმოსილი პედაგოგები, რომლებმაც მთელი სიცოცხლე მომავალი თაობების აღზრდას შეალიეს და მთავრობის გადაწყვეტილებით მიღებული ჯილდოთი ღირსეულად წავიდნენ პროფესიიდან.
მათ სკოლის დირექტორმა სამახსოვრო საჩუქრები და სიგელები გადასცა.
მოსწავლეები ერთმანეთს ენაცვლებოდნენ ცეკვით, სიმღერითა და მასწავლებლებზე დაწერილი ლექსებით.
როგორც სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, „ღონისძიება ძალიან საინტერესო და სევდანარევი იყო. საყვარელ მასწავლებლებს კიდევ ერთხელ მოეფერნენ მოსწავლეები, სკოლაში მომუშავე მასწავლებლები და ჯანმრთელობა და მზეგრძელობა უსურვეს“.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს