დარჩელის N1 საჯარო სკოლაში თემაზე - „სიკეთე გადამდებია“ კლასის საათი ჩატარდა
11-11-2019

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის დარჩელის N1 საჯარო სკოლაში პროექტის - „გულით, გონებით, ხელებით“ ფარგლებში თემაზე - „სიკეთე გადამდებია“ კლასის საათი ჩატარდა.

პროექტი - „გულით, გონებით, ხელებით“, რომელიც „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში ხორციელდება, ინკლუზიური სწავლების ხელშეწყობას და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების (სსსმ) მოსწავლეების სოციუმში ჩართულობას მოიცავს.

„დარჩელის N1 საჯარო სკოლა პროექტ „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში აქტიურად ახორციელებს სხვადასხვა აქტივობას. აქტივობების განხორციელებაში სკოლას ლიდერობის სპეციალისტი თეა გაბელაია, კურიკულუმის ექსპერტი ცირა სართანია და ტექნოლოგიების ექსპერტი ლაშა ლოგუა ეხმარებიან. მათი და სკოლის ადმინისტრაციის დირექტორის მარინე ცარციძეს, სასწავლო ნაწილის გამგის მედეა თორდიას და მთელი პედაგოგიური კოლექტივის ძალისხმევითა და მონდომებით, პროფესიონალიზმითა და კრეატიული მიდგომების შედეგად დღემდე არაერთი საინტერესო შეხვედრა, ღონისძიება და პროექტი ხორციელდება“, - ნათქვამია დარჩელის N1 საჯარო სკოლის მიერ etaloni.ge-სთვის გამოგზავნილ ინფორმაციაში.

სკოლის წარმომადგენლის ცნობით, პროექტი გრძელდება.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...