ვალის N2 საჯარო სკოლაში ღონისძიება - „გაატარე შემოდგომა საქართველოში“ გაიმართა
11-11-2019
ახალციხის მუნიციპალიტეტის, ვალის N2 საჯარო სკოლაში ტრადიციული ღონისძიება - „გაატარე შემოდგომა საქართველოში“ ჩატარდა.

ეს საინტერესო დღე, რითიც მოსწავლეებმა საქართველოს სხვადასხვა კუთხე წარმოაჩინეს,  ოქროსფერ შემოდგომას მიეძღვნა.

„ყველას თავისი დამოკიდებულება აქვს წელიწადის სხვადასხვა დროის მიმართ. უმრავლესობისათვის საყვარელი სეზონი ზაფხულია, რაც გარდაუვალ დასვენებასთან, ზღვასთან და რუჯთანაა დაკავშირებული. თოვლის მოყვარულები სულმოუთქმელად ელიან ზამთარს, ზოგს გაზაფხული იტაცებს, ზოგისთვის წელიწადის საუკეთესო დრო შემოდგომაა. ბავშვებს ყველაზე მეტად ოქტომბერი უყვართ, ეს ის თვეა როდესაც არც ცხელა და არც ცივა,  გაზაფხულის დასაწყისს იგივე ამინდი ახასიათებს ხშირ შემთხვევაში, მაგრამ შემოდგომას   მაინც სულ სხვა ხიბლი აქვს  და ჩვენს სკოლაში  ტრადიციულად აღინიშნება“, - წერია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

სკოლა მადლობას უხდის თითოეულ მოსწავლეს, მათ მშობლებს, კლასის დამრიგებლებსა და ყველა იმ  ადამიანს,  ვინც   წვლილი შეიტანეს ღონისძიების -  ,,გაატარე შემოდგომა საქართველოში"  მომზადებაში.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...