ზეინდარის საჯარო სკოლის მოსწავლეები სასწავლო-შემეცნებით ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ
11-11-2019

ვანის მუნიციპალიტეტის ზეინდარის საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლეები სასწავლო-შემეცნებით ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ. მოსწავლეებმა მდინარე ფერეთის ხეობა მოინახულეს.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებისთვის ექსკურსია საინტერესო და სახალისო იყო.

„ექსკურსიის მიზანი იყო მშობლიური მხარის, კერძოდ, ჩვენი სოფლის ბუნებრივი პირობების, რელიეფის, მდინარეების გაცნობა. მოვინახულეთ მდინარე ფერეთის ხეობა, განვსაზღვრეთ მდინარის მარცხენა და მარჯვენა ნაპირები, დავაკვირდით მდინარის მიმდინარეობის სიჩქარეს, ხეობას. გავეცანით მდინარის ხეობაში გავრცელებულ ბუნებრივ მცენარეთა სახეობებს, კერძოდ მურყანის, ძექვის და ტირიფის კორდებს, აგრეთვე შევისწავლეთ მოსახლეობის სამეურნეო საქმიანობა“,-აცხადებს ექსკურსიის ხელმძღვანელი.

 იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...